ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
18/06/2020 20:02:27 საზოგადოება
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს ზურაბ აბაშიძეს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.
არსებული ინფორმაციით, ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოშია გადაყვანილი მისი მეუღლეც.
„გიდასტურებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს აღენიშნება კორონავირუსი. იგი გადის მკურნალობის კურსს ყაზახეთში შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებთანაც თავის მხრივ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ქართველი მედიკოსებიც“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.


