Accentnews.ge
„მთავარია, რომ ყველა შემთხვევა არის კონტროლირებადი და ემორჩილება მართვას“

„მთავარია, რომ ყველა შემთხვევა არის კონტროლირებადი და ემორჩილება მართვას“

18/06/2020 09:22:57 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა დღეს ეპიდემიის მართვის სტადიაშია.

„ჩვენთვის დღეს მთავარია, რომ აქამდე შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში. ჩვენ უნდა ვმართოთ, ერთი მხრივ, ახალი შემთხვევები და მეორე მხრივ, თანდათან გახსნილი ეკონომიკა, რომ მოსახლეობამ იმუშაოს, შემოსავალი ჰქონდეს, ეს ბალანსი უნდა დავიჭიროთ. იქნება მეორე ტალღა, იქნება მესამე, იქნება მეოთხე, ამაზე მსჯელობენ სერიოზული მეცნიერები. არის იმისი დინამიკა, რომ ვირუსი თითქოს მცირდება, არა მარტო ჩვენთან, გლობალურადაც. შესაძლებელია, ეს შემცირება ზაფხულშიც გაგრძელდეს“,-განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ვარაუდი, რომ თაკარა მზე მოკლავდა ვირუსს ან სულ გააქრობდა, როგორც გრიპის ვირუსი ქრება ზაფხულში, არ გამართლდა.

„მთავარია, რომ ყველა შემთხვევა არის კონტროლირებადი და ემორჩილება მართვას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S