საქართველოში 24 საათში COVID-19 ხუთ პირს დაუდასტურდა
18/06/2020 06:17:36 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა. ამდენად, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 893 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ–გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, რვით გაიზარდა და 739–ს გაუტოლდა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 267.
საქართველოში კორონავირუსი ჯამში 14 –მა პაციენტმა ვერ დაამარცხა.


