Accentnews.ge
COVID-19–ით ინფიცირებული ახალი პაციენტი დაკრძალვაზე ზუგდიდში იმყოფებოდა

COVID-19–ით ინფიცირებული ახალი პაციენტი დაკრძალვაზე ზუგდიდში იმყოფებოდა

17/06/2020 16:35:14 საზოგადოება

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული 70 წლამდე ასაკის მამაკაცია.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, პირი ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა. თავდაპირველად ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და ძმის გარდაცვალების გამო დროებით გაათავისუფლეს კარანტინიდან. 16 ივნისს მამაკაცს ხელახალი ტესტირება ჩაუტარდა.

ცნობილია, რომ პირი დაკრძალვის ცერემონიალზე ზუგდიდში იმყოფებოდა. მიმდინარეობს კონტაქტების ღრმა ეპიდკვლევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S