Accentnews.ge
კვლევა – 10–დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 80% ასიმპტომურია

კვლევა – 10–დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 80% ასიმპტომურია

17/06/2020 12:35:30 საზოგადოება

10–დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 80% ასიმპტომურია, – ამის შესახებ „Nature Medicine“–ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.

როგორც ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მეცნიერები აცხადებენ, ისინი შეეცადნენ დაედგინათ, რა კავშირი აქვს ასაკს ახალ კორონავირუსთან.

მკვლევარების თქმით, 10–დან 19 წლამდე ასაკის ინფიცირებული მოზარდების მხოლოდ 21%–ს აღენიშნებოდა Covid-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები. მეცნიერების განცხადებით, კვლევის შედეგები იმაზე მიანიშნებს, რომ ხსენებული ასაკის მოზარდებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 80% ასიმპტომურია.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ასაკის მოზარდებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და საჯარო თავშეყრის ადგილებში აუცილებლად ატარონ ნიღბები და დაიცვან დისტანცია. ამ წესების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ახალი კორონავირუსით დაინფიცირების რისკს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 446 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 266 000–ს გადააჭარბა, 4 324 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 888-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 731 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

წყარო: bestlifeonline

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S