თურქეთში დასაქმებულმა მოქალაქეებმა ბათუმში აქცია გამართეს
17/06/2020 10:06:29 საზოგადოება
თურქეთში დასაქმებულმა მოქალაქეებმა ბათუმში დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.ისინი სახელმწიფოსგან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვენ.
როგორც დემონსტრანტები განმარტავენ, ისინი თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ და და ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
„არავის ვემუქრებით, გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, რომ ულუკმაპუროდ დავრჩით, მოგვცენ ჩვენც, როგორც სამუშაო დაკარგულებს ერთჯერადი დახმარება, ან გაგვიხსნან საზღვარი. აქციებს გავაგრძელებთ, ვიდრე პასუხს არ მივიღებთ“, – აღნიშნავს აქციის მონაწილე მანანა შაინიძე.
თურქეთში დასაქმებულმა პირებმა დღეს უკვე მესამე აქცია გამართეს.


