Accentnews.ge
სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

17/06/2020 09:31:28 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან 20 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარების ინტენსიურმა დნობამ შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S