Accentnews.ge
თბილისში, ღია ცის ქვეშ კინოთეატრები გაიხსნება

თბილისში, ღია ცის ქვეშ კინოთეატრები გაიხსნება

17/06/2020 09:13:48 საზოგადოება

Cavea თბილისში, ორ ე.წ. დრაივ ინ კინოთეატრს გახსნის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კინოთეატრები იუსტიციის სახლის პარკინგსა და ლისზე, ახალი იპოდრომის ტეტიტორიაზე მოეწყობა და მაყურებლების ფილმების ნახვა საკუთარი მანქანებიდან შეეძლებათ:

“მაყურებლები უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ივენთებს იხილავს. ლისის ახალი იპოდრომის და იუსტიციის სახლის პარკინგზე, კავეა drive-in კინოთეატრები საწყის ეტაპზე მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც.

მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება სეანსების რაოდენობას საღამოს 8 საათის შემდეგ 1 ან 2 ჩვენება იქნება და კავეა drive in კინოთეატრები ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნება” – ავცადებენ კომპანიაში.

ორივე ლოკაციაზე კინოთეატრები ივლისში გაიხსნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S