საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19 ცხრა პირს დაუდასტურდა
17/06/2020 06:21:30 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი დაინფიცირდა. ამდენად, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 888 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ–გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამასთან, გასული დღე–ღამის განმავლობაში კოვიდ–ცეტრები შვიდმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა და განკურნებულთა რაოდენობა 731–ს გაუტოლდა..
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 267.
საქართველოში კორონავირუსი ჯამში 14 –მა პაციენტმა ვერ დაამარცხა.


