დოლაბერიძე: „მეშახტეებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა“
16/06/2020 12:40:37 საზოგადოება
საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმზღვანელის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ტყიბულში მეშახტეებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა.
მისივე თქმით, მეშახტეები მუშაობას ხვალიდან ანუ 17 ივნისიდან გააგრძელებენ:
„შეთანხმება პროფკავშირს, მეშახტეებსა და კომპანიას შორის შედგა, რომლის თანახმადაც, 27 აგვისტომდე კომპანიამ შრომის პირობებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა გადაწყვიტოს. 27 აგვისტოდან მალევე კი უნდა დაიდოს წერილობითი შეთანხმება, სადაც საუბარი იქნება თითოეულ მეშახტესთან ბონუსური სისტემის შემოღებაზე“.
შეთანხმებას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი პროტესტი, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის, დღეს, მერიის წინ მეშახტეებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა იყო.
მეშახტეები თავიანთ პროტესტსა 9 ივნისს შახტში მომხდარ საწარმოო შემთხვევას უკავშირებენ. ამ დღეს გაფუჭდა ლიფტი, რომელშიც, დაახლოებით 20 მუშა იმყოფებოდა. მეშახტეები ამბობენ, რომ ისინი სიკვდილს სასაწაულებრივად გადაურჩნენ. თავის მხრივ შახტის მმართველმა კომპანიამ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაში მეშახტეები დაადანაშაულა.


