Accentnews.ge
NCDC: საქართველოში კორონავირუსის დადასტურებეული შემთხვევების 11% ასიმპტომური იყო

NCDC: საქართველოში კორონავირუსის დადასტურებეული შემთხვევების 11% ასიმპტომური იყო

16/06/2020 12:24:41 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 11% ასიმპტომური იყო.

NCDC-ში აცხადებენ, რომ სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად ვლინდებოდა ცხელება (57.3%-ში), ზოგადი სისუსტე (34.5%-ში) ხველა (24.6%-ში), ყელის ტკივილი (17%-ში) და თავის ტკივილი (14.5%-ში).

გემოს და ყნოსვის ცვლილება კი COVID დადასტურებული შემთხვევების 14.8%-ში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ 800 შემთხვევიდან, PCR ტესტირების დროს, 88 შემთხვევა იყო ასიმპტომური . შესაბამისად, უსიმპტომო შემთხვევების პროპორცია იყო 11%.

მათივე ცნობით, სიმპტომების ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება პრობლემური აღმოჩნდა 166 შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით, კერძოდ, ენობრივი ბარიერი, გახსენების მიკერძოება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S