Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ით ინფიცირებულთა 12.06% სამედიცინო პერსონალია

საქართველოში COVID-19–ით ინფიცირებულთა 12.06% სამედიცინო პერსონალია

16/06/2020 12:16:07 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, 11 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის 101 წარომადგენელს დადუასტურდა, საიდანაც ერთ იშემთხვევა საზოგადოებასი შეძენილ COVID-19-ად კლასიფიცირდა.

სამედიცინო სერვისის მიწოდებისას ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 100 ადამიანი შეადგინა, რაც NCDC-ს ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის 12.06%-ია. მათგან, გარდაიცვალა ერთი, 70 წლის ექთანი ქალი ქვემო ქართლიდან, რომელიც სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას დაინფიცირდა.

შემთხვევათა განაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ექთანი – 58% (58 შემთხვევა)
  • ექიმი – 31% (31 შემთხვევა)
  • უმცროსი სამედიცინო პერსონალი – 10% (10 შემთხვევა)
  • ექიმი-ეპიდემიოლოგი – 1% (1 შემთხვევა)

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა “კოვიდ” კლინიკებში მოხდა (47 შემთხვევა), ხოლო რაც შეეხება სასწრაფო დახმარების სამსახურს, სასწრაფოს ექიმებს შორის ინფიცირების 36 შემთვევაა აღრიცხული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S