Accentnews.ge
საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში COVID–19–ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში COVID–19–ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

16/06/2020 06:59:36 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში COVID–19–ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ აცნობა, თუმცა დასძინა, რომ ეს მოდუნების შესაძლებლობას არ გვაძლევს.

„ახალი შემთხვევა არ გვაქვს: გუშინ გვქონდა 879 დადასტურებული შემთხვევა და რჩება იგივე. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა – 20 პირი გამოჯანმრთელდა და ამჟამად კოვიდ–ცენტრებში 141 პაციენტი მკურნალობს.

ახალი შემთხვევის არქონა სიმშვიდის და მოდუნების შესაძლებლობას არ გვაძლევს. ჯერ–ჯერობით ცხოვრება ისევე უნდა გავაგრძელოთ, როგორც ვცხოვრობთ. სოციალურ დისტანცირების და ჰიგიენის საკითხი კვლავ რჩება“,– განაცხადა ეზიგბაიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S