ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვა სცადეს
16/06/2020 06:34:56 საზოგადოება
ვარკეთილის ბაზრობის დაზარალებულმა მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვა სცადეს. მათი თქმით, საქონელი და სავაჭრო ჯიხურები, რომელიც ხანძრისას განადგურდა. დაზღვეული არ ჰქონიათ. აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
პოლიციამ მოვაჭრეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. აქციის ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
ხანძარი ბაზარში გუშინ გაჩნდა.


