საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი განიკურნა
16/06/2020 05:51:48 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ვებ–გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 724-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2 710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.


