Accentnews.ge
ინგა გრიგოლია: „ამოშანთვით და განადგურებითაც გვემუქრებიან“

ინგა გრიგოლია: „ამოშანთვით და განადგურებითაც გვემუქრებიან“

15/06/2020 16:46:39 საზოგადოება

„ტვ პირველის“ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ თავად არხის დატოვებას არ აპირებს, ხოლო ტელეკომპანიიდან წასული კადრების გამო გული წყდება. ამის შესახებ მან არხზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას საკუთარ თოქ–შოუში განაცხადა.

გრიგოლიამ აღნიშნა ისიც, რომ ბოლო პერიოდში „არხზე შტურმი ხორციელდება“

„ამ არხზე ჟურნალისტის თავისუფლება არასდროს არ შეზღუდულა; არავის მოუთხოვია თემების ან სტუმრების შეთახმება, ან მფლობელის ინტერესზე მუშაობა. ასეა დღესაც, ზუსტად ვიცი, ასე იქნება ხვალაც. ვაკეთებ იმას, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, და ვაშუქებ ისე, როგორც მნიშვნელობნად მიმაჩნია ყოველგვარი ცენზურის, ჩარვების და ტანჯვის გარეშე.

მე არსად ვაპირებ წასვლას. „ტვ პირველია“ ჩემი ყველაზე საყვარელი ტელევიზია, რომლის თავისუფლების მსგავსიც სხვა არხზე იშვიათად მინახავს, რომელიც მეც გავზარდე სხვებთან ერთად.

ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე: დიანაზე [ტრაპაიძე], ჟიჟიზე [ჟიჟილაშვილი], ვახოზე [სანაია]. მათი წასვლა რთულად გადავიტანე. აქედან წასულ ჩემს კოლეგებს მთელი გულით ვუსურვებ დიდ წარმატებებს სხვა არხებზე. მე ჩემი არჩევანი მაქვს და ჩემი არჩევანია „ტვ პირველი“, რომელიც შვილივით მიყვარს. ბოლო პერიოდში ჩვენზე დიდი შტურმია: გვიტევს ხელისუფლება, გვიტევენ „ტროლები“, „ბოტები“, მეფის კარის კლოუნები, ამოშანთვით და განადგურებითაც გვექმურებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S