Accentnews.ge
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამ დროისთვის 26 კოვიდ–ინფიცირებული ჰყავს, მათ შორის 11 კლინიკის თანამშრომელია

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამ დროისთვის 26 კოვიდ–ინფიცირებული ჰყავს, მათ შორის 11 კლინიკის თანამშრომელია

15/06/2020 10:45:33 საზოგადოება

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამ დროისთვის 26 კოვიდ–ინფიცირებული ჰყავს, მათ შორის 11 კლინიკის თანამშრომელია.

„ჯამში მედპერსონალი თერთმეტია. საკარანტინო სივრცეშიც თერთმეტი მედპერსონალია გადაყვანილი. გარდა ამისა, კონტაქტების მოძიება პარალელურად მიმდინარეობს და თუ ვინმეს გადაყვანა იქნება საჭირო, ისინიც გადავლენ", – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.

რაც შეეხება მედპერსონალის ინფიცირების წყაროს, ლევან გოფოძე აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ინფექცია კლინიკაში გარედან შეტანილია:

„მედპერსონალის შემთხვევაში კლასტერების მოძიება რომ დაიწყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს იყო გარედან შემოტანილი ინფექცია. ამის მტკიცება ცოტა ძნელია. რაც შეეეხება უსაფრთხოებოს ნორმების ცვლილებას, ჩვენ არ ვგეგმავთ, რადგან პროტოკოლო რითიც ვმუშაობდით სამთვენახევარის განმავლობაში იყო შეუვალი კოვიდ ინფექციისათვის, შესაძლებელია, გარედან მოხვდა ეს ინფექცია ჩვენთან. სხვა მხრივ, დღესაც ყველა პროტოკოლის სრული დაცვით მუშაობს, მათ ვერაფერს დავუმატებთ, სკაფანდრით დაწყებული, დაცვის ყველა საშუალებებით, ჩვენი მედპერსონალო უზრუნველყოფილია. სხვა არის, თუ ვიღაცამ ეს წესი დაარღვია, აღნიშნულის შესახებ ძიებაც მიმდინარეობს. თუ გამოაშკარავდება დარღვევის შემთხვევები, შესაბამის ზომებს მივიღებთ. ამ ეტაპზე ასეთი რამ ჯერჯერობით არ გვაქვს“.

მისივე თქმით, 26 კოვიდ–ინფიცირებულიდან განსაკუთრებით მძიმეა ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მძიმე პნევმონია აქვს და რენიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S