ხვალიდან კორონავირუსზე PCR ტესტის გაკეთება 25 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი
15/06/2020 09:06:07 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ხვალიდან ახალ კორონავირუსზე PCR ტესტის გაკეთება 25 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი.
"ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ ნებისმიერი ტემპერატურით ადამიანმა აუცილებელია, რომ მიმართოს “ცხელების ცენტრს”, ხვალ ან ზეგიდან იქნება შესაძლებელი, რომ მიმართონ ასევე 25 პოლიკლინიკურ დაწესებულებას, სადაც მათ ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ PCR ტესტირება", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 879 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 704 განიკურნა, 14 კი გარდაიცვალა.


