Accentnews.ge
საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლებსა და კონდუქტორებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლებსა და კონდუქტორებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

15/06/2020 09:20:54 საზოგადოება

საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლებსა და კონდუქტორებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარებოდა სამედიცინო მუშაკებიც, ორ კვირაში ერთხელ. ეს იყო ძირითადად კოვიდის და „ცხელების კლინიკების“ თანამშრომლები, ასევე, სასწრაფოს თანამშრომლები. გადავდივართ 1 კვირიან ტესტირებაზე. ასევე, 2 კვირაში ერთხელ გაიტესტებიან სხვადასხვა კლინიკების რეანიმაციების და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები, ასევე, მოხუცთა სახლებში მყოფი ბენეფიციარები. ამ ჯგუფს დაემატა ტრაილერების მძღოლები და ემატება საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები, კონდუქტორები და იქ მომუშავე პერსონალი. 1-ლი ივლისიდან იქნება გაფართოების მეორე ეტაპი, 15 ივლისიდან მესამე ეტაპი და ჩვენი სამიზნეა, რომ დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის ავიდეთ 3000-3500 ტესტირებაზე და შემდეგ 4000-4500 ტსტირებაზე დღის განმავლობაში, რათა მოვიცვათ ყველა რისკჯგუფი. მესამე ეტაპზე იქნებიან სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ბანკებში, იუსტიიის სახლებში მომუშავე პერსონალი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S