Accentnews.ge
"არსებული დინამიკა არ უქმნის საფრთხეს არც სწავლის დაწყებას და არც არჩევნების ჩატარებას"

"არსებული დინამიკა არ უქმნის საფრთხეს არც სწავლის დაწყებას და არც არჩევნების ჩატარებას"

15/06/2020 09:10:11 საზოგადოება

"თუ ჩვენ იმ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"თუ ჩვენ არ გავუფრთხილდით ამ ერთობლივ მონაპოვარს და ისევ და ისევ „ავიშვით“ და როგორც გვინდა, როგორც შარშან, ისეთი თავისუფლება გვექნა, მაშინ არის რისკი, რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაციის გაუარესების. ამიტომ ეპიდსიტუაციისდა მიხედვით შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მისაღები, საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებ, ეს საჭირო არ გახდება თუ ა.შ. დაველოდოთ და თხოვნა მაქვს, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S