Accentnews.ge
პრეზიდენტი მოსახლეობას მოგზაურობისკენ მოუწოდებს: "ერთად აღმოვაჩინოთ საქართველო!"

პრეზიდენტი მოსახლეობას მოგზაურობისკენ მოუწოდებს: "ერთად აღმოვაჩინოთ საქართველო!"

15/06/2020 09:02:16 საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ქვეყანაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

"დღეს 15 ივნისია. დღეიდან იხსნება შიდა ტურიზმი. მე მინდა თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში. აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო, ისეთი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ნაკლებად ცნობილია და ყველამ ერთად გავიგოთ, რომ აქ ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მართლაც აღმოჩენად ღირს. დღეს ლამისყანაში ვართ, თბილისთან ახლოს, ერთი საათის სავალზე. ლამისყანის ეს ციხესიმაგრე ჯერ ქსნის ერისთავების, შემდეგ კი, ჯამბაკურ-ორბელიანთა ციხესიმაგრე იყო. აქიდან გაიტაცეს დავით გურამიშვილი და ამ სოფელში, თუ არ ვცდები, დაახლოებით ორმოცდაათამდე ძეგლი, ძველი მარანი და ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის მართლაც აღმოსაჩენი. ჩვენ დღეს აქედან წავალთ და ბევრ სხვა ადგილს გაჩვენებთ. შეგიძლიათ გვესტუმროთ ჩვენს Facebook–გვერდზე, ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში, აღმოვაჩინოთ საქართველო, მაგრამ აუცილებელია, მაინც დავიცვათ სიფრთხილე, ყველა ერთად ვიყოთ ფრთხილად და ვიმოგზაუროთ ფრთხილად!", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიმართვაში.

ადგილობრივი ტურიზმის გახსნასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა, რამდენიმე კურორტსა და დაცულ ტერიტორიას დაათვალიერებს.

დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 879-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 704 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S