Accentnews.ge
"შეიმჩნევა დინამიკა, რომ შედარებით იმატებს მსუბუქ შემთხვევათა რაოდენობა"

"შეიმჩნევა დინამიკა, რომ შედარებით იმატებს მსუბუქ შემთხვევათა რაოდენობა"

15/06/2020 08:45:43 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევათა რაოდენობის მატების ტენდენცია შეინიშნება.

„ერთი ასეთი დინამიკა შეიმჩნევა, რომ დღეს საღამოს ან ხვალ ალბათ გამოქვეყნდება ჩვენი მეორე მიმოხილვა და ნახავთ იქ, რომ შედარებით იმატებს ე.წ მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში და ეს ახალი დადასტურებული შემთხვევებიც, შემიძლია გითხრათ, რომ კლინიკირად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებლად მომდინარეობს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვირუსი შესაძლოა გააქტიურდეს ხელმეორედ შემოდგომის, აციების პერიოდში.

"ჩვენთან რესპირაციული ვირუსები აქტიურდებიან ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და შესაძლოა გრიპთან ერთად მოხდეს კორონავირუსის გააქტიურებაც", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 879-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 704 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S