"ვარაუდობენ, რომ მეორე ტალღა ოქტომბერში ან ნოემბერში იქნება. ზაფხულში პირველი ტალღა შესუსტდება"
15/06/2020 07:12:16 საზოგადოება
"პირველი ტალღა არ დამთავრებულა ჯერ მსოფლიოში. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ეს არის პირველი ტალღის ბოლო ნარჩენები, ასე რომ ვთქვათ.“,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ვარაუდობენ, რომ მეორე ტალღა ოქტომბერში ან ნოემბერში იქნება":
„პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს უნდა გადაებას. როგორც კი მორჩება პირველი, დაიწყება მეორე. ვარაუდობენ, რომ მეორე ტალღა ოქტომბერში ან ნოემბერში იქნება. ზაფხულში პირველი ტალღა შესუსტდება".
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 879-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 704 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 435 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 992 000–ს გადააჭარბა, 4 130 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


