Accentnews.ge
ახალ პაციენტებს შორის მედპერსონალიცაა

ახალ პაციენტებს შორის მედპერსონალიცაა

15/06/2020 06:38:50 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალ პაციენტს შორის მედპერსონალიცაა. კერძოდ, დადასტურდა სამედიცინო სექტორის კიდევ ორი წარმომადგენლის COVID-19–ით ინფიცირების ფაქტი.

რაც შეეხება დანარჩენ 13 პაციენტს, ეზუგბაიასვე ცნობით, ორის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება; 5 არის საკარანტინო სივრციდან, რომელთაც მოგზაურობის ისტორია აქვთ; 5 ასევე საკარანტინო სივრციდანაა, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ დადასტურებულ შემთხვევებთან; ხოლო ერთი „საბურთალოს კლასტერს“ განეკუთვნება.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის გნმავლობაში ქვეყანაში 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 879–მდე გაიზარდა ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S