ბოლნისში Covid-19-ით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
14/06/2020 09:08:53 საზოგადოება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში Covid-19-ით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ყველა მათგანი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დღეს კი ინფიცირებულებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
სოფელ მუშევანში ამ დროისთვის კოვიდ ინფიცირების 79 დადასტურებული შემთხვევაა, სოფელში კვლავ მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 851-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 703 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


