Accentnews.ge
კორონავირუსით გარდაცვლილ მე-14 პაციენტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსით გარდაცვლილ მე-14 პაციენტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

14/06/2020 06:53:27 საზოგადოება

საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ მე-14 პაციენტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო.

"გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა. ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს," - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 851-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 703 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 432 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 882 000–ს გადააჭარბა, 4 000 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S