Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19–ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

13/06/2020 19:05:38 საზოგადოება

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით მე–14 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის მიერ სექმნილ სპეციალურ საიტზეა განთავსებული.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 66 წლის მამაკაცია და ის აპრილის პირველი რიცხვებიდან მკურნალობას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.

ცნობისთვის: 13 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 851 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 702 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 2 795 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S