Accentnews.ge
10–მდე პაციენტის COVID–19–ით დაინფიცირების წყარო უცნობია

10–მდე პაციენტის COVID–19–ით დაინფიცირების წყარო უცნობია

13/06/2020 07:36:36 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 10-მდე გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთა დაინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო 24 საათში 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 2 სამედიცინო პერსონალია, 5 - საკარანტინე სივრციდან, 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, 5-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

“დაგვემატა 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 5-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 136 პაციენტი მკურნალობს. 14 ახალი შემთხვევიდან 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 არის საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და 5 არის დაუდგენელი წყარო, რომელზეც კვლევა გრძელდება. ჯამში 10 ადამიანის დაინფიცირების წყარო არ ვიცით, თუმცა შეიძლება რომელიმეს წყარო დადგენილი იყოს, ჩემთვის უცნობია, ჯერჯერობით”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის: ამ დროისთვს საქართველოში კორონავირუსის 851 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 702 პირი გამოჯანმრთლდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S