Accentnews.ge
ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ „ტვ პირველი“ დატოვეს

ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ „ტვ პირველი“ დატოვეს

12/06/2020 18:16:32 საზოგადოება

„ტვ პირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრის" წამყვანებმა, ჟურნალისტებმა ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ ტელეარხი დატოვეს.

ტელეარხს „პოლიტმეტრის" ავტორებთან ერთად ტოვებს გადაცემის სარედაქციო შემადგენლობა.

ჟიჟილაშვილსა და სანაიას გადაცემა კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მიჰყავდათ. ჟიჟილაშვილიც და სანაიაც „ტვ პირველზე" წლების განმავლობაში მუშაობდნენ.

"შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის. ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, როცა სხვებთან ერთად აქ ვმუშაობდით მთელი ხუთი წელი [...] თანამშრომლობის რესურსი, როგორც ჩანს ამოწურულია. კერძო არხს აქვ უფლება, ბუნებრივია, ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება", — განაცხადა ვახო სანაიამ.

"ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები. აქ საუბარია საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე. "ტვ პირველში" ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ჟურნალისტები. არხის ეთერში გასვლის დღიდან ჩართული ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში, რაც აქ მიიღებოდა, სახელისუფლებო შეტევების მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო. ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც, სამწუხაროდ, უკვე აღარ გამოგვდის. მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს, რაც ჟურნალისტური სტანდარტისა და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით "ტვ პირველზე" ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით", — აღნიშნა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S