საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
12/06/2020 10:42:31 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6 –ით გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ "პირველ არხს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაუდასტურა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, 6–ვე დადებითი შემთხვევა მათი კლინიკის პაციენტებს უკავშირდება.
დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 837-ს შეადგენდა.


