Accentnews.ge
Embawood-ს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

Embawood-ს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

12/06/2020 08:44:37 საზოგადოება

Embawood-ს გორის ფილიალის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების წყარო უცნობია.

8 ადამიანი, რომელთა შორის უმეტესობა Embawood-ს თანამშრომელია, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. ნიმუშების პასუხს ელოდებიან ინფიცირებული ქალის შვილისგანაც, რომელიც ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს, თუმცა შვილის კონტაქტები თითქმის არაა, რადგან ის დისტანციურად მუშაობდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 837 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 697 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 პირი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S