თსუ-ს თანამშრომლის COVID-19–ით ინფიცირების წყარო უცნობია
12/06/2020 08:21:47 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებული თსუ-ს თანამშრომლის ინფიცირების წყარო უცნობია,– ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ლაშა საღინაძემ განუცხადა.
მისივე ცნობით, დაინფიცირებული დამლაგებელი საპენსიო ასაკის ქალია, ხოლო მისი კონტაქტების რაოდენობა მცირეა.
"მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი. ეს კონტაქტები ძალიან მცირეა იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 მარტიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული. აღნიშნული სამსახური თანამშრომლებიც კვირაში ერთხელ მხოლოდ 2-3 საათით გამოდიან სამსახურში, შესაბამისად, კონტაქტების რაოდენობა ძალიან მცირეა. პირდაპირი კონტაქტი იყო ორი. გარკვეული ირიბი კონტაქტი გამოიკვეთა 10 ადამიანთან და ეს პირებიც იზოლაციაში იმყოფებიან. არის ქალბატონი და საპენსიო ასაკის,"- განაცხადა ლაშა საღინაძემ.
პაციენტის პირადი კონტაქტებს უტარდებათ PCR ტესტირება და გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში.


