Accentnews.ge
რამდენად ხედავს ეზუგბაია რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას

რამდენად ხედავს ეზუგბაია რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას

12/06/2020 07:15:12 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, არსებობენ ექსპერტები, დასხდებიან და განხილავენ ვითარებას, ხოლო თუ ისინი ჩათვლიან, რომ „სიტუაცია მოითხოვს რეგულაციების კვლავ გამკაცრებას, ალბათ, გამკაცრდება". ასე უპასუხა ეზუგბაიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად ხედავს ის რეგულაციების დაბრუნების საჭიროებას.

მარინა ეზუგბაია იმედოვნებს, რომ ეპიდვითარება სტაბილური იქნება და შეზღუდვების საჭიროება არ დადგება, ამისთვის კი აუცილებელია, მოქალაქეებმა თვითშეზღუდვები არ დაივიწყონ.

"შემიძლია, მხოლოდ ვიმედოვნო და სურვილი მაქვს, მოხდეს მიღებული სტაბილიზაციის შენარჩუნება. ამისთვის აუცილებელია თითოეული მოქალაქის მაღალი პასუხისმგებლობა. მიუხედავად რეგულაციების შემცირებისა, ჩვენი თვითშეზღუდვები არ უნდა შევასუსტოთ. ყოველმა ჩვეგნამა უნდა დაიწესოს თვითშეზღუდვა და სულ ვამბობ, რომ უსაგნო თავშეყრა, აუცილებელი საქმის გარდა, არ უნდა მოხდეს. ან თუ ეს მოხდა, უნდა იყოს დაცული შესაბამისი რეგულაცია. რეგულაცია ნიშნავს იმას, რომ 10-ზე მეტი კაცის შეკრებისას უნდა მოხდეს პირბადეების ტარება. ამიტომ როცა რეგულაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ამის მაგალითები",-აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი პაცენტის ინფიცირების წყარო უცნობია. ამასთან, 11 ივნისის მდგომარეობით, უცნობი იყო ოთხი პაციენტის ინფიცირების წყარო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S