ცხრა ახალი პაციენტიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია
12/06/2020 06:36:02 საზოგადოება
ცხრა ახალი პაციენტიდან ერთის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირების წყარო უცნობია,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
რაც შეეხება დანარჩენ ახალ პაციენტებს, ეზუგბაიას ცნობით, სამი სამედიცინო პერსონალია, სამი არის საკარანტინო სივრციდან და არის იმპორტირებული შემთხვევა, ორი – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.
ცნობისთვის: 11 ივნისის მდგომარეობით, COVID-19–ით ინფიცირებული ოთხი პაციენტის დაინფიცირების წყარო იყო უცნობი.
შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19–ის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 837–მდე გაიზარდა დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი, მათგან 697 პირი ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია.


