Accentnews.ge
საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19–ის ცხრა შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19–ის ცხრა შემთხვევა გამოვლინდა

12/06/2020 05:57:30 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19–ის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. ამრიგად, ქვეყანაში კორონავირუსის 837 შემთხვევაა დადასტურებული.

ოფიციალური ვებ–გვერდის მონაცემების თანახმად, კორონავირუსისგან ჯამში ქვეყანაში 697 პირი განიკურნა, მათგან ბოლო დღე–ღამის განმავლობაში კოვიდ–ცენტრები სამმა მოქალაქემ დატოვა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 3213 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 303.

კორონავირუსს ქვეყანაში 13 პაციენტი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S