მედია: "ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია "ტვ პირველს" ტოვებენ
11/06/2020 19:33:03 საზოგადოება
"TV პირველის" გადაცემა "პოლიტმეტრის" წამყვანები, ჟურნალისტები ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია არხს ტოვებენ,– იუწყება "რადიო თავისუფლება" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
რადიო თავისუფლების თანახმად, წამყვანებთან ერთად არხს ტოვებენ პოლიტმეტრის ჟურნალისტები და პროდიუსერები.
"TV პირველის" დატოვების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამ არხზე "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე დაინიშნა მთავარ პროდიუსერად. მელაძის მისვლამდე ჟიჟილაშვილი იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რომელიც საქმეს არხზე მელაძის მისვლის შემდეგ "ხელმძღვანელობასთან ხედვების ვერდამთხვევის" გამო ჩამოშორდა.


