Accentnews.ge
თსუ–ს თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

თსუ–ს თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

11/06/2020 18:07:33 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა,- იუწყება თსუ.

განცხადების თანახმად, დაზუსტებულია ინფიცირებულის კონტაქტები, რომელიც მცირეა და მათ პისიარ–ტესტირება უტარდებათ.

უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე, გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა, ხოლო მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

„აღსანიშნავია, რომ თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინრეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხორციელდება შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი. მომხდარი ფაქტის გამო დამატებით გატარდა პრევენციული ზომები“, – ნათქვამია თსუ-ს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S