თბილისში 50 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
11/06/2020 12:20:17 საზოგადოება
თბილისში 50 ათასზე მეტი აბონენტი ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მიზეზად კომპანია "თელასში" საქართველოს ენერგოსისტემაში მომხდარ ავარიას ასახელებენ, რის გამოც „თელასის“ რამდენიმე ქვესადგური ავტომატურად გაითიშა.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება გლდანის, თემქის, მუხიანის, ნაძალადევისა და დიღმის მოსახლეობის ნაწილს.
თბილისის ცენტრსა და სასიცოცხლო ობიექტებს ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტიათ. სავარაუდოდ, ავარია ქართლი 2-ის მაღალ გადამცემზე მოხდა.


