Accentnews.ge
ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს

11/06/2020 11:32:35 საზოგადოება

ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალმა დღეს, 11 ივნისს საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს მოლოდინი აქვთ, რომ კლინიკა დაიხურება. კერძოდ, როგორც ექიმები აცხადებენ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და სახელმწიფო კლინიკის ჰოლდინგის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე კლინიკაში იმყოფებოდნენ და დირექტორს უთხრეს, რომ ონკოლოგიური საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს, რაც წლის ბოლომდე გასტანს. თუმცა ექიმები შიშობენ, რომ რეალურად კლინიკა დაიხურება, ხოლო პერსონალი სამსახურის გარეშე დარჩება.

გარდა ამისა, მათი განცხადებით, უკვე 11 თვეა, კუთვნილი სახელფასო ანაზღაურების გაცემას ითხოვენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის დაპირების მიუხედავად, ხელფასები ამ დრომდე არ მიუღიათ.

ონკოლოგიურის ექიმების პროტესტს პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათ კლინიკის დირექტორთან შეხვედრა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

„გამოვიდა ადმინისტრაციიდან წარმომადგენელი და ექიმებს ეუბნება, რომ გადი და პაციენტი მოიყვანეო. სირცხვილია! პაციენტი არა ექიმმა, დირექტორმა და მენეჯმენტმა უნდა მოიყვანოს! თუ ვერ ასრულებ შენს მოვალეობებს, უნდა წახვიდე!“, - განაცხადა მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირების წარმომადგენელმა ირაკლი ამირანაშვილმა.

ექიმები აქციას ერთ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროსთან აანონსებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S