COVID–19–ს რუსეთში ქართველი "კანონიერი ქურდი" ემსხვერპლა
11/06/2020 08:32:39 საზოგადოება
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, დაღუპული საჩინო გეგეჭკორი 70 წლის იყო.
![]()
ცნობისათვის: ბოლო მონაცემებით, რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 502 436-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვი კი 6 532-ია.


