Accentnews.ge
გახარია – COVID–19–ის ახალ შემთხვევებზე: „უკიდურესად საგანგაშოა!“

გახარია – COVID–19–ის ახალ შემთხვევებზე: „უკიდურესად საგანგაშოა!“

11/06/2020 07:14:12 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ფაქტობრივად, ოთხი ახალი კლასტერი გაჩნდა და ინფიცირების წყარო უცნობია, რაც მაღალ რისკს შეიცავს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და მოსახლეობას გონიერების გამოჩენა მოუწევს:

„11 ივნისის მდგომარეობით ინფიცირების ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს ერთი შეხედვით არ არის ბევრი, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით არ არის ცნობილი. ამ 4 ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროსაც ჩვენ ვერ ვადგენთ, 3 გახლავთ თბილისში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, გავაგრძელოთ ჩვეული ეკონომიკური საქმიანობა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი. ეს ფაქტობრივად, არის 4 ახალი კლასტერი, რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ჩვენ არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, ის მიღწევა არ დავკარგოთ, რაც გაგვაჩნია და ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში, როგორ ხდება მეორედ ეპიდემილოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ მინდა თითოეულ უწყებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისკენ და სიფრთხილისკენ, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S