Accentnews.ge
ოთხი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

ოთხი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

11/06/2020 06:38:22 საზოგადოება

ახალი ექვსი პაციენტიდან ოთხის შემთხვევაში COVIG–19–ით ინფიცირების წყარო უცნობია,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალი პაციენტებიდან ერთი საკარანტინო სივრციდანაა, ერთი სამედიცინო პერსონალია, ხოლო ოთხის შემთხვევაში ინფიცირების წყაროს და კონტაქტების კვლევა გრძელდება.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ერთი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, რომელსაც ახალი ტიპის ვირუსი „ცხელების ცენტრში“ დაუდასტურდა.

„ასაკოვანი ქალბატონია, რომელიც ძირითადად სახლში იმყოფებოდა“,– დასძინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 828–მდე გაიზარდა.

იხილეთ ასევე: "ბოლო 5 ახალი შემთხვევა შესაძლოა, Covid-19-ის მეორე ტალღად ჩაითვალოს"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S