საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19–ის ექვსი შემთხვევა გამოვლინდა
11/06/2020 06:11:17 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19–ის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. ამრიგად, ქვეყანაში კორონავირუსის 828 შემთხვევაა დადასტურებული.
ოფიციალური ვებ–გვერდის მონაცემების თანახმად, კორონავირუსისგან ჯამში ქვეყანაში 694 პირი განიკურნა, მათგან ბოლო დღე–ღამის განმავლობაში კოვიდ–ცენტრები ოთხმა მოქალაქემ დატოვა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 3230 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.
კორონავირუსს ქვეყანაში 13 პაციენტი ემსხვერპლა.
იხილეთ ასევე: "ბოლო 5 ახალი შემთხვევა შესაძლოა, Covid-19-ის მეორე ტალღად ჩაითვალოს"


