საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ყველა მათგანის წყარო უცნობია
10/06/2020 15:38:12 საზოგადოება
საქართველოში Covid-19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 5–ვე ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.
ახალი შემთხვევები თბილისს უკავშირდება და ამჟამად ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენიბა 822–ს შეადგენდა.


