Accentnews.ge
სადაზღვეო კომპანია "უნისონის" თანამშრომელს COVID–19 დაუდასტურდა

სადაზღვეო კომპანია "უნისონის" თანამშრომელს COVID–19 დაუდასტურდა

10/06/2020 14:06:51 საზოგადოება

სადაზღვეო კომპანია "უნისონის" ოფისის თანამშრომელს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება უტარდება ყველა იმ პირს, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა,– იუწყება „რუსთავი 2“.

როგორც ოფისის თანამშრომლები აცხადებენ, 27 მაისს ინფიცირებულ პირს ტემპერატურა დაცვამ გაუზომა. ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ ეჭვი კორონავირუსზე გაჩნდა.

"მოსულ თანამშრომელს სიცხე აღენიშნა და ოფისში დაცვამ არ შემოუშვა. მას შემდეგ ეს თანამშრომელი ოფისში არ გამოცხადებულა, თუმცა იმ მომენტში რამდენიმე ადამიანთან ჩავლითი კონტაქტი ჰქონდა. დღეს გავიგეთ, რომ დაუდგინდა კორონავირუსი," - განაცხადა "უნისონის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S