Accentnews.ge
პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლიათ, სამედიცინო ცნობა დასჭირდებათ

პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლიათ, სამედიცინო ცნობა დასჭირდებათ

10/06/2020 13:57:03 საზოგადოება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პირემბმა, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და ამის გამო არ შეუძლიათ პირბადის ტარება, უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, შესაბამისი ცნობა აიღონ და მუდმივად თან იქონიონ. მსგავს შემთხვევაში ისინი ჯარიმას არ დაექვემდებარებიან.

„სამედიცინო დაწესებულებები აღნიშნულზე უკვე გაფრთხილებულნი არიან. არის შესაბამის გაიდლაინები, როგორც პატრულის თანამშრომლებისთვის, ასევე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომ ის ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და პირბადის ტარებამ, შესაძლებელია, მათი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, ასეთი ცნობის არსებობის შემთხვევაში, რომელიც მათ ყოველთვის თან უნდა იქონიონ, ეს ადამიანები დაჯარიმებას არ დაექვემდებარებიან “, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის: კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა. წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით. ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S