ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების განრიგი ცნობილია
10/06/2020 12:13:53 საზოგადოება
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი გამოაქვეყნა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი:
6-11 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
6 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
14 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;
15 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;
16 ივლისი (პირველი სესია) - ბიოლოგია;
17 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
17 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
18 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
19 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
20 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
21 ივლისი (პირველი სესია) - ზოგადი უნარები;
21 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
22 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
22 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
23 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია;
24 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;
25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:
1 აგვისტო (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
2 აგვისტო (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;
3 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
4 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, ის მთელი საქართველოს მასშტაბით 25 ივლისს ერთ სესიად (პირველი სესია) ჩატარდება.
გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთია.2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 3600-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.
თუ ტესტირების შედეგად სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე.


