„დათბობის შემდეგ კოვიდის რადიკალურად შემცირების იმედი იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა“
10/06/2020 10:54:55 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იყო იმედი, რომ ტემპერატურის მატება COVID-19–ზე გავლენას იქონიებდა, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა, ამიტომ ძირითადი რეკომენდაციების დაცვა კვლავ აუცილებელია. ეს რეკომენდაციებია: სოციალური დისტანცირება, პირბადის ტარება და ჰიგიენის დაცვა.
„ეს ვირუსი ჯერჯერობით მაინც უცნობ ვირუსად რჩება: მთლიანად მისი ქცევა უცნობია. დათბობის შემდეგ კოვიდის რადიკალურად შემცირების დიდი იმედი იყო, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. ამიტომ „სიფრთხილეს თავი არ სტკივაო“ და ყველა მოთხოვნა, რასაც ჯანდაცვის სფერო რეკომენდაციას უწევს, ჯერჯერობით ყველგან დაცვას ექვემდებარება. ეს გახლავთ სერიოზული გამოწვევა გლობალური სამყაროსთვის, რომლიც ქცევის ნიუანსები ბევრ რამეში უცნობია, ჯერ არ ვიცით, კიდევ რა სიურპრიზებს უმზადებს კაცობრიობას, ამიტომ უნდა მივყვეთ ძირითად რეკომენდაციებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ „POSTV“-ის ეთერში.


