Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ისგან განკურნებულთა რაოდენობა 700–ს მიუახლოვდა

საქართველოში COVID-19–ისგან განკურნებულთა რაოდენობა 700–ს მიუახლოვდა

10/06/2020 06:00:24 საზოგადოება

საქართველოში COVID-19–ისგან განკურნებულთა რაოდენობა 700–ს მიუახლოვდა. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდკლინიკები ოთხმა მოქალაქემ დატოვა და ჯამში 690–მდე გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაამარცხეს.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, გასული დღე–ღამის განმავლობაში ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, 822 –მდე გაიზარდა დადასტურებული შემთხვევები.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 3124 მოქალაქე რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 279.

კორონავირუსით ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S