Accentnews.ge
გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება, გაიცეს არჩევნების გადადების რეკომენდაცია

გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება, გაიცეს არჩევნების გადადების რეკომენდაცია

09/06/2020 17:01:42 პოლიტიკა, საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, COVID-19–ის პანდემიის პირობებში რა შემთხვევაში შეიძლება, გაიცეს არჩევნების გადადების რეკომენდაცია.

„ჩვენი სტრუქტურა ერთ–ერთი შემადგენელია საკოორდინაციო საბჭოში. ამ ტიპის გადაწყვეტილებებს [არჩევნების გადადება] იღებს საკოორდინაციო საბჭო ძალიან ბევრი სტრუქტურული ერთეულის რეკომენდაციის საფუძველზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ. ხალხს მოვუწოდბ, ეს ზაფხული გამოვიყენოთ, ნუ დავარღვევთ რეკომენდაციებს, მაშინ მსგავსი საშიშროება არ იქნება. მაგრამ, ჩვენ არ ვიცით ამ ვირუსის ქცევა; მეორე ტალღა როგორი სიძლიერის იქნება, რა დაზიანებით (თუ იქნა საერთოდ, მაგრამ მეცნიერების უმრავლესობა ეყრდნობა, რომ ოქტომბერ–ნოემბერ დეკემბერში იქნება). ამიტომ მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება. დღეს როგორი პანდემიაცაა ბრაზილიაში... თქვენ ბრაზილიაში არჩევნებს ჩაატარებთ? ღმერთმა არ ქნას, ის, რაც ბრალიზიაშია, ჩვენთან იყოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დღევანდელი ვითარება შენარჩუნდეს: დღეში ოთხი–ხუთი მატება გვაქვს. თუ ასე ვიარეთ, არც არჩევნებს, არც ადამიანების დასვენებას შეექმება საშიშროება და არც მწვანე ქვეყნებთან ნელ–ნელა ტურისული ხიდების გახსნას“,– განაცხადა გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S